იოანე პავლე II-ის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. რომის 264-ე პაპი, იოანე პავლე II 2005 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა. ის 1978 წელს იგი გახდა 1523 წლიდან (ადრიანე VI — წარმოშობით ჰოლანდიელი) პირველი არაიტალიური წარმოშობის პაპი და პირველი სლავი პაპის ტახტზე. იგი წმინდა ტახტს 27 წელიწადი ედგა სათავეში და მმართველობის ხანგრძლივობით ჩამორჩება მხოლოდ წმინდა პეტრეს (34 წელი) და პიუს IX-ს (32 წელი).
რომის პაპ იოანე პავლე II-ისა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1980 წლის 5-6 ივნისს, ვატიკანში შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, კავკასიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.
თავად რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოს 1999 წლის 8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც პაპი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის მოწვევით შედგა.