2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, რომელთა შორის ყველაზე მეტი დაიბადა თბილისში -16 161 ბავშვი, ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში -328 ბავშვი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, დაბადებულთა შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგოა. „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა.
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით ასეთია: