რუსეთი აფხაზეთთან რეგულარულ სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლას გეგმავს. ეს განცხადება დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა გააკეთა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამთავრობო კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მრავალ მოქალაქეს სურს თავისი შვებულების გატარება აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე.
"მოხარული ვარ, რომ ტრანსპორტის სამინისტროში ამას აცნობიერებენ და დაინტერესებულ სტრუქტურებთან ერთად მუშაობენ ჩვენს ქვეყნებს შორის მყარი სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლის დანერგვაზე", _ განაცხადა ივანოვმა და დასძინა, რომ მიმდინარე წლის ივლისში პირველი ელექტრომატარებლები უკვე ამოძრავდნენ ადლერსა და გაგრას შორის. ასევე გავიდა პირველი გემიც სოჭიდან გაგრაში.
"გთავაზობთ დღეს განვიხილოთ ეს ყოველივე და ნორმალურ რეგულარულ საფუძველზე გადავიყვანოთ", _ განაცხადა ივანოვმა.