უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 101.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 88.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 71.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი).