2019 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 78.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტს შეადგენს. "საქსტატში" განმარტავენ, რომ მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 56.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 51.2 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).