ამერიკული კინოსტუდია Warner Bros.-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კევინ ცუძიჰარა სექსუალური სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ კომპნია WarnerMedia-ს განცხადებაშია ნათქვამი.
გამოცემა Hollywood Reporter-მა წერდა, რომ 2013 წელს ცუძიჰარას ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ბრიტანელ მსახიობთან შარლოტა კირკთან. სავარაუდოდ კონოსტუდიის დირექტორი მას სექსის სანაცვლოდ როლებს სთავაზობდა.
მანამდე კომპანიამ ამ ვითარებასთან დაკავშირებით ორჯერ ჩაატარა შიდა გამოძიება და დარღვევები ვერ აღმოაჩინა. გენერალური დირექტორის ადვოკატების თქმით, ის როლებზე მსახიობების შერჩევაში არ მონაწილეობდა და ამ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.
კირკი ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით თავის მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, ცუძიჰარასთან ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმების შედეგი იყო, არანაირ ვალდებულებს არ ითვალისწინებდა და დირექტორთან პრეტენზიები არ გააჩნდა. ის Warner Bros.-ის ორ ფილმში ეპიზოდური როლებში მონაწილეობს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ კევინ ცუძიჰარა Warner Bros.-ს ტოვებს. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, არანაირი კავშირი არ მაქვს Hollywood Reporter-ს სტატიასთან და მის გამოქვეყნებას ვეწინააღმდგებოდი კიდეც“, - განაცხადა მსახიობმა.