2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, პირველ სამეულში შედის: თურქეთი (194.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (142.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (126.0 მლნ. აშშ დოლარი).