2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატი“ ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (81.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (58.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (39.6 მლნ. აშშ დოლარი).