2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს.
იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია .
რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო.