საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ანდრო ასლანიშვილმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს 2018 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.
ქვეყანაში, გარემოს ხარისხის მონიტორინგის მდგომარეობის გაუმჯობესება, სტიქიური გეოლოგიური პროცესებისა და კატასტროფების რისკების მართვა, ჰიდრომეტეოროლოგიის ქსელის გაფართოვება, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის განვითარება და გამოწვევები ეს ის დარგობრივი მიმართულებებია რაზეც სააგენტოს ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს უფროსმა კომიტეტის წევრებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ლაბორატორია დაათვალიერებინა, სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
დეპუტატებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია, როგორ ხორციელდება მყინვარებზე სამთო - გალაციოლოგიური ექსპედიციები და ახალი აღჭურვილობები დაეთვალიერებინათ, სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მყინვარებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებები წარმოადგენს. ახალი ინვენტარით აღჭურვა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს საველე-გლაციოლოგიური ექსპედიციები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად განახორციელონ.