14 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში (სტუ-ის მე-8 კორპუსი, მ. კოსტავას 75) გაიმართება სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - ,,ენერგეტიკა და გარემო“.
კონფერნეციას გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი და საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ (GEG), „ბლაუენშტაინ საქართველო“ (Blauenstein Georgia)
სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. დაწესებულია ფულადი პრიზები გამარჯვებულთათვის, რომელებსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს.