რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა. მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.