საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარქისიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს.
,,პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი შეიცავს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს სახვადასხვა სფეროში, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის ინტენსივობას.
ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ჩვენი თანამშრომლობის სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისათვის და საჭიროა ჩვენი საზოგადოებებისათვის", - განაცხადა საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძემ.
ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.