თურქეთში ადვოკატს კლიენტმა ჰონორარის ნაცვლად თხა მიუყვანა. მურატ კირმიზმა გადაწყვიტა, რომ ადვოკატისათვის მომსახურეობა ერთ-ერთი რჩეული თხით აენაზღაურებინა.
მამაკაცმა თხას "სამართლიანი" დაარქვა და საზეიმო ვითარებაში ადვოკატს გადასცა.
ადვოკატის თქმით, მას შემდეგ რაც საქმე მოიგო და ჰონორარის გადაცემის დრო დადგა, მისმა კლიენტმა განაცხადა, რომ მისთვის სიურპრიზი ჰქონდა. კლიენტი გავიდა და რამდენიმე წუთში თხასთან ერთად დაბრუნდა.
საადვოკატო ბიუროში ცხოველის გამოჩენამ, თანამშრომლებში დაბნეულობა გამოიწვია.
კლიენტმა ადვოკატს აუხსნა, რომ თხა მისი ფერმიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რომ მისი ღირებულება 800 ლირას აჭარბებდა.
ადვოკატმა კლიენტისგან "ჰონორარი" აიღო და თხა ამ დროისათვის მისი მშობლების ფერმაში ცხოვრობს.