დღეს, 14 სექტემბერს გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება.
ქართული მხარე შეხვედრაზე გალის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების საკითხებსა დაყენებს და ბოლო დროს მომატებულ კრიმინალურ ვითარებაზე რეაგირებას მოითხოვს.
დღევანდელ შეხვედრას ასევე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ანტე ტურენინიც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა დახლებით ერთი თვის წინ გაიმართა.