სამტრედია - სოფელი ტოლებში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა. ინფორმაციას საგანგეო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.