რუსმა მეცნიერებმა აფხაზეთის სანაპიროს შელფის შესწავლა დაიწყეს, იმისათვის რათა იქ გაზი ან ნავთობი აღმოაჩინონ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა აფხაზეთის სანაპიროზე შეგროვებული გრუნტის ნიმუშების შესწავლა დაიწყეს იმის გარკვევისათვის არის თუ არა ამ ნიმუშებზე გაზი ან ნავთობი. განცხადება ამის შესახებ რუს მეცნიერთა ექსპედიციის ხელმძღვანელმა ალექსეი კლეშენკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთის სანაპიროს შელფზე ამგვარი მუშაობა პირველად ტარდება. შემკვეთი რუსული კომპანია "როსნეფტია".
"5 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე აფხაზური შელფის გუდაუთის მონაკვეთს ვიკვლევდით. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო გეოქიმიური ანომალიების აღმოჩენა", _ აცხადებს კლეშენკოვი.
მისივე განმარტებით, კვლევის დროს მეცნიერებმა სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ზღვის 50 დან 1,75 ათასი მეტრის სიღრმიდან 270 გრუნტის სინჯი ამოიღეს. მათი საერთო წონა 10 კილოგრამამდეა.
გრუნტის კვლევითი ლაბორატორიული სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.