ეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში თეიმურაზ ჯერაპანოვს გასამართლებენ, მას სეპარატისტებმა ბრალად წაუყენეს 2006 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თეიმურაზ ჯერაპანოვის დღეისათვის დაგეგმილი ღია სასამართლო პროცესი გადაიდო.
ოსური მედია ამის მიზეზად ერთ-ერთი მოწმის გამოუცხადებლობას ასახელებს. მათივე ინფორმაციით, თეიმურაზ ჯერაპანოვზე ძებნა სეპარატისტებმა ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაცხადეს, ხოლო 2010 წელს დააპატიმრეს, როდესაც იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა.