საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ბაზაზე ითხოვს საგანგებო ჯგუფის შექმნას, რომელსაც ნებისმიერ დროს ყოველგვარი ნებართვის გარეშე ციხეებში შესვლის უფლება ექნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლორთქიფანიძეს საგანგებო კანონპროექტიც აქვს მომზადებული, რომელიც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამის არგუმენტად იგი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ ციხეებში მომხდარ პრობლემას სჭირდება დაუყონებლივი რეაგირება და იქ შესვლის ნებართვის ასაღებად დრო ხშირად იმდენად ჭიანურდება, რომ შემდეგ შესვლას ფაქტობრივად აზრიც აღარ აქვს.
დღეს მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტას აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს წერილით, რომ მას სურს ციხეში შესვლა, თუმცა აქვე უნდა ჰქონდეს მითითებული შესვლის მიზეზი. შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რეკომენდაციას გაუგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტარს ციხეში შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის უფლების ნებართვით ეძლევა.
ლორთქიფანიძის თქმით, ეს პროცედურა არის გაჭიანურებული და პარლამენტი მთლიანად არის დამოკიდებული სახალხო დამცველის აპარატზე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ციხეში შესვლა. ამას კი ისიც ემატება, რომ სახალხო დამცველი ანგარიშს წარომადგენს წელიწადში ერთხელ და ერთი წლის წინ დაფიქსირებულ დარღვევას ერთი წლის შემდეგ რეაგირება შესაძლოა აღარც კი სჭირდებოდეს.
"ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტში შეიქმნას მიზნობრივი ჯგუფი, დაახელობით ისეთი როგორიც არის თავდაცვის კომიტეტში ნდობის ჯგუფი. ეს ჯგუფი დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით ფრაქციიდან თითო კაცით, რომელიც შეიცვლება როტაციის წესით, ხოლო მათი მუშაობის რეგლამენტსა და წესს განსაზღვრავს კომიტეტი და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დასამტკიცებლად", - აცახდებს ლორთქიფანიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა უშუალოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ეხება, კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო და განაცხადა, რომ იგი დაელოდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას. წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის რომელიმე კანონთან. შესაბამისად გადაწყვეტილება საპორცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დასკვნის დადების შემდეგ იქნება მიღებული.