კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა, 
ირაკლი კუპრაძის თქმით, ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ღიად გაცხადებული მიზანი, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, ოპოზიციური პროდასავლური პარტიების და „ლელოს“ ასაკრძალად.
"ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან. ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ღიად გაცხადებული მიზანი, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, ოპოზიციური პროდასავლური პარტიების და „ლელოს“ ასაკრძალად რასაც დღეს ის ცდილობს, თუმცა ეს ვერ იქნება დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი იქნება, საქართველოს მოქალაქეების ინტერებისთვის ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილება, რაც აუცილებლად და გარდაუვალად მოხდება“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.