უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები წინ მიიწევენ, ვითარება მძიმეა, რადგან იქ 170 000 რუსი ჯარისკაცია კონცენტრირებული.
„პოკროვსკში სიტუაცია რთულია. მათი [რუსების] ყველა ძალა იქ არის... თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია კონცენტრირებული. ეს ძალიან ბევრია. დილით მთავარსარდალს ვესაუბრე, პოკროვსკში ცვლილებები არ არის. პოკროვსკში რუსები არიან, ჩვენები ნელ-ნელა ანადგურებენ მათ... რა თქმა უნდა, იქ დაძაბული სიტუაციაა, ყველა მხრიდან მტრები არიან. გახსოვთ კურსკის ოპერაცია? გახსოვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი? ბევრი სხვადასხვა რამ. მათ თქვეს, რომ 5 ან 8 ათასი გვყავდა ალყაში მოქცეული. რაც ტყუილი იყო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ მიმართულებით მტრის განადგურებას აგრძელებენ. ამავდროულად, პოკროვსკისთვის „სერიოზული ბრძოლა“ მიმდინარეობს და რუსეთის ხელმძღვანელობამ „ქალაქის აღების“ ამოცანა დაისახა.