ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზეგამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.