ბათუმში გრიპის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ლაბორატორიულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად გრიპით გარდაიცვალა, თუმცა მას ჰქონდა სხვა რისკფაქტორებიც“.
„შემთხვევა დღეს დილით ბათუმის მედიცინის ცენტრში მოხდა, ლაბორატორიულად დადასტურებამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ლაბორატორიულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად გრიპით გარდაიცვალა, თუმცა მას ჰქონდა სხვა რისკფაქტორებიც“, - განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყეველთან ზაალ მიქელაძემ.