გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა.
მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მამაკაცს გუშინ საღამოდან ეძებდნენ.