სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ პარკინგზე ავტომანქანა იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადა უკვე გასულია.
არსებული ინფორმაციით, შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.