რუსთავი თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 2 ლარი გახდა. დღეს სამარშუტო ტაქსებში მგზავრებს უკვე გაძვირებული ტარიფი დახვდათ გამოკრული. მძღოლების თქმით, ისინი დღეიდან დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას 2 ლარად უზრუნველყოფენ. მგზავრობის ფასი შეიცვალა თითქმის ყველა მარშრუტზე, გარდა ლილოს მიმართულებისა, სადაც მგზავრობის ტარიფი არ შეცვლილა.
tv4-ის ინფორმაციით, მძღოლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს.როგორც ცნობილია, იმისთვის რომ კომპანიამ მგზავრობის ტარიფი გაზარდოს რუსთავის საკრებულოს თანხმობა არის აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საკრებულოს არ უმსჯელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლების და კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა უკანონო და თვითნებური გადაწყვეტილებაა.
შეგახსენებთ მძღოლებმა საპროტესტო აქცია ტარიფის ცვლილების მოთხოვნით ორი დღის წინ გამართეს, მათ შეხვედრები და კონსულტაციებიც ჰქონდათ რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან, თუმცა მგზავრობის ფასის გაზრდაზე მძღოლებსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ კი მძღოლებმა დღეს უკვე მგზავრობის ღირებულების გაზრდის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.