ბრიტანული გამოცემა Independent-ი 2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე იაფ სამოგზაურო ქვეყნებს ასახელებს, რომელთა შორის საქართველოცაა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იაფი მოგზაურობა კომფორტზე უარის თქმას არ ნიშნავს. იმ ქვეყნებში, რომლებსაც გამოცემა ასახელებს, მცირე ბიუჯეტით შესაძლებელია მოგზაურობა და კარგი დასვენება.
"სტუმართმოყვარე ქართველები, თოვლით დაფარული მთები, სამზარეულო, ღვინო, ყველაფერი ეს საქართველოს ტურისტებისთვის შესანიშნავ ადგილად აქცევს", - ნათქვამია სტატიაში.
საქართველოსთან ერთად იაფად სამოგზაურო ქვეყნების რიცხვში, თურქეთი, კამბოჯა, არგენტინა, ტუნისი და პოლონეთიც არიან. ნახეთ სრული ჩამონათვალი:
პოლონეთი
ლიეტუვა
დუბაი
არგენტინა
თურქეთი
ალბანეთი
ტუნისი
კამბოჯა
ეკუადორი
საქართველო