14 წლის გოგო, რომელსაც ზუგდიდში 4 დღე ეძებდნენ, თბილისში იპოვეს.
მოზარდის დედის ინფორმაციით, ის უკვე ზუგდიდისკენ მიემართება.
"არ ვიცი არაფერი. მარტო ის ვიცი, რომ კარგად არის და ცოცხალია. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - განაცხადა მოზარდის დედამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.