ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევის პროვოკაცის უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავებისკენ არის მიმართული. პუტინმა ამის შესახებ დღეს მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ პროვოკაცია ყველგან ცუდია. ეს პროვოკაცია მიმართულია სიტუაციის გამწვავებისკენ. რაში სჭირდებათ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მოვლენების ასეთი განვითარება? გასაგებია, იქ არჩევნებია, მათ გამწვავება იმისთვის სჭირდებათ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთი პრეტენდენტის რეიტინგი გაზარდონ - მე ვგულისხმობ მოქმედ პრეზიდენტს... ეს ცუდია, ეს საბოლოო ჯამში თავისი ხალხისა და თავისი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოა. მათ შეუძლიათ ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მშვიდად წინ წაიწიონ, როგორც ეს მანამდე იყო“, - აღნიშნა პუტინმა.