მიმდინარე წლის ივლისიდან მოყოლებული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 500-ზე მეტი სექსუალური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი გაერო-ს შესაბამისმა ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს.
გაერო-ს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ატულ ხეარის მოხსენების მიხედვით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ მხარეში მდებარე ქალაქ ურივაში სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის 267 შემთხვევა დაფიქსირდა. 242 გაუპატიურების შემთხვევა მოდის ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებზე.
გაეროს წარმომადგენლის ანგარის თანახმად, 17-18 აგვისტოს, 10 ქალი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეებმა გააუპატიურეს, სამხრეთ კივუში.
ხეარის განცხადებით, 26 აგვისტოს მან მიიღო ინფორმაცია 74 სექსუალური ძალადობის შესახებ, აქედან 21 დაზარალებული მდედრობითი სქესისი წარმომადგენლის ასაკი 7-დან - 21 წლამდეა. გაუპატიურებულია 6 მამაკაციც. აღნიშნული შემთხვევა მვენგას ტერიტორიაზე ,სოფელ მიკიში მოხდა.
გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ძალადობის ფაქტები აღმოიფხვრას. ატულ ხეარის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრები ქალები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენნ
"იქ მცხოვრები ქალებისთვის არ არსებობს უსაფრთხო ადგილი, ისინი გააუპატიურეს მაშინ, როდესაც იღებდნენ მოსავლას, იმყოფებოდნენ ბაზარში და ასე შემდეგ", - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, აღნიშნული შემთხვევბის უმრავლესობა ქვეყანაში მოქმედ მეამბოხეებს და სხვადასხვა არაფორმალურ სამხედრო შენაერთებს ბრალდებათ.