უკრაინელმა სამართალდამცავებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი ზედმეტსახელად "თენგო ოჩამჩირსკი" დააკავეს. კრიმინალი რუსეთის მოქალაქის დაპატიმრება კიევის აეროპორტში მოხდა. 38 წლის თენგიზ კორსაგიას, ზედმეტსახელად "თენგო ოჩამიჩირსკი"-ს ამჟამად დეპორტაცია სამშობლოში - რუსეთში ელის.
ე.წ. კანონიერი ქურდი მაშინ დააკავეს როდესაც იგი ყალბი რუმინული პასპორტის გამოყენებით საზღვრის გადალახვას ცდილობდა.
"სინამდვილეში "თენგო ოჩამჩირსკი" აფხაზეთშია დაბადებული და მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. იგი სოხუმის ქურდული კლანის წარმომადგენელია. მეტიც, ეს ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია პოსტსაბჭოთა სივრცეში", _ აცხადებენ სამართალდამცავები.
აღსანიშნავია, რომ კრიმინალის დეპორტაცია უკრაინიდან პირველად როდი ხდება. პირველად იგი უკრაინიდან 2008 წლის დეკემბერში გამოძევეს და მას ხუთი წლის განმავლობაში უკრაინაში ჩასვლა აუკრძალეს.
თენგიზ კორსაგიას რუსეთში ექსტრადაციისათვის საჭირო საბუთებს უახლოეს მომავალში მოამზადებენ.