კონტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს შპს „ჰერმესის" ვაკის სასაფლაოს დირექტორი, დიმიტრი პოპოვი, რომელმაც სამარხის ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ მოქალაქეს 4 000 აშშ დოლარი გამოსძალა.
შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამარხის ოფიციალური გადასახადი 92 ლარს შეადგენს.
დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.