დღეს, თბილისში, 22 წლის, ეროვნებით აზერბაიჯანელი ბაირამ ზაქირაოღლი თვითმკვლელობის მიზნით გლდანი - ნაძალადევის რაიონში მდებარე შალიკაშვილის ხიდიდან გადახტა.
მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
წყლიდან ამოყვანისას ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ზაქირაოღლი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.