თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრები ბიზნესმენის, აწ გარდაცვლილი ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბიზნესმენის მეუღლემ ლია ელიზბარაშვილმა განუცხადა, შანტაჟით და სხვადასხვა დოკუმენტების გაყალბების შედეგად, ბიზნესმენის 9 მილიონ ლარად შეფასებული ქონება ნოდარ საქუაშვილის დამ ქეთევან ჯინჭველაძემ მიითვისა. ლია ელიზბარაშვილის თქმით, ქეთევან ჯინჭველაძის მეუღლე ნუგზარ ჯინჭველაძე საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას ბიძაა.
შეგახსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა.