მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, პროევროპული, მრავალპარტიული და ღირებებულებებზე დაფუძნებულ პარტიას და კანდიდატს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩეავნი მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე დააფიქსირა.
მისი თქმით, დღევანდელი არჩევანი მარტივია.
„დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ჩვენ კარგად ვნახეთ, ვინ როგორ პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს და მათ ღირებულებებს. მე ვთვლი, რომ დღევანდელი არჩევანი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ადვილი. მე ხმა მივეცი პროევროპულ, მრავალპარტიულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ კანდიდატს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.