დღეს, 7 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესს ცოტნე გამსახურდიაც დაესწრება. გამსახურდიას ადვოკატების ინფორმაციით, განსასჯელი სურვილს გამოთქვამს, ყველა სასამართლო სხდომას უშუალოდ დაესწროს
ადვოკატ ქეთი ბექაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა და იურიდიულ მტკიცებულებებს მოკლებული.
ცნობისათვის: ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ცოტნე გამსახურდია, ივლისში გამართულ ბოლო სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისათვის, დარბაზიდან გააძევა.