საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მორალისტი არის ის, ვინც სხვის ლოგინში ძვრება და სჯულის კანონს ახსენებს, შენი აქ წოლა ამორალურიაო, თორემ ის კი არა, ვინც ამბობს რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ ვისთან წევს. ეს ისე მაინც, განმარტებისთვის”, – წერს კაკაბაძე.
კაკაბაძე, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ასეთი ბინძური წინასაარჩევნო პერიოდი, თავისუფალი საქართველოს პირობებში, არასდროს ყოფილა!
“უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ბინძური და გულის ამრევი წინასაარჩევნო პერიოდი, თავისუფალი საქართველოს პირობებში, არასდროს ყოფილა”! – აღნიშნავს ნინია კაკაბაძე.