თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, მის ვაჟთან ერთად საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
"სოლიდარობა არის ელემენტარული ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში. სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს მთავარი ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს.
ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 22 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ სცნეს.