ყალბი ატესტატისა და დიპლომის არაერთგზის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: კავკასიური ჰუმანიტაული უნივერსიტეტის პრორექტორი, ნუნუ სიხარულიძე და დეკანის მოადგილე ფატიმა მამედოვი, აგრეთვე, მათი თანამზრახველები - რუსეთის მოქალაქე მუბარიზ გარიბოვი და საქართველოს მოქალაქე ტოფიკ ახმედოვი. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ერთ-ერთ მოქლაქეს დაუმზადეს და გადასცეს, თავდაპირველად, საშუალო სკოლის განათლების ყალბი ატესტატი,
შემდეგ კი კავკასიური ჰუმანიტარული უნივერსტიტეტის დამთავრების ყალბი დიპლომი.
ეჭვმიტანილთა ჯგუფს ყალბი დოკუმენტების დამზადებისათვის მოქალაქისაგან 3300 აშშ დოლარი უნდა მიეღოთ, თუმცა სამართალდამცველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, მათ მხოლოდ აღნიშნული თანხის ნაწილის აღება მოასწრეს.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 221-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით.