რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი, თბილისში დაბადებული ტაიმურაზ ფაროიანი დააკავეს. ფაროიანი კრიმინალურ სამყაროში "ტეკოს" ზედმეტსახელადაა ცნობილი. ოპერატიული მონაცემებით, იგი რამდენიმე დამნაშავეობრივ ჯგუფს აკონტროლებს.
მოსკოვის სისხლის სამძებროს პრესსამსახურის ინფორმაციი, ტაიმურაზ ფაროიანი კრიმინალური ავტორიტეტის "დედ ჰასანთან" იგივე ასლან უსოიანთან დაახლოებული პირია.
1970 წელს თბილისში დაბადებული ფაროიანი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ნაქირავები ბინიდან გამოდიოდა. დაკავებისას მას 1,59 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი" აღმოუჩინეს.
"ტეკოს" დაკავების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით. ეს მუხლი 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუს სამართალდამცავთა ინფორმაციით, ამჟამად ტაიმურაზ ფაროიანს ნარკოტიკების შენახვისათვის პირობითი სასჯელი აქვს დაწესებული.