მცხეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, მცხეთის ტყეში წუხელ ხანძრის თავიდან გაჩენის საფრთხე კვლავ არსებობდა, თუმცა სატყეოს თანამშრომლებმა დროულად შესძლეს კერების ლიკვიდირება.
"წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში რეინჯერები შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ, რომლებმაც ყველა არსებული კერის ლიკვიდირება მოახდინეს. ამ ეტაპზე ცეცხლის თავიდან გაჩენის საფრთხე აღარ არსებობს", - განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ მისი თქმით, ხანძარი მცხეთის სასაფლაოს ტერიტორიაზე გაჩნდა, რის შემდეგაც ტყის მასივზე გავრცელდა. ცეცლი დაახლებით 15 ჰექტარ შერეული ტყის მასივს ეკიდა. ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა განიხილება მეორე ვერსიაც, კერძოდ კი ხანძარი შეიძლება მინის ნამსხვრევების გადახურებასაც გამოეწვია.
ხანძრის ჩაქრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ძალები და ავიაციაც იყო ჩართული.