დღეს, 6 სექტემბერს, 11:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ისანი-სამგორის რაიონის სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად ეწვევა.
სამინისტროს პრეს-სდამსახურის ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ პატარებს აუზზე ცურვისა და დასვენების საშულება მიეცამთ. პირველ ეტაპზე საცურაო აუზზე ცურვის უფასო - 4 თვიან კურსს 30 სოციალურად დაუცველი მოზარდი გაივლის. შემდგომ კი ასეთივე უფასო კურსის გავლის საშუალება ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ მოზარდს შეეძლება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ამ რაიონის გამგეობამ მიაწოდა. საცურაო კომპლექსი "ოლიმპიკი", რომელიც ყველანაირ საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს, საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 13 მაისს გახსნა. პრეზიდენტის განცხადებით, აუზზე სიარული სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე უნდა შესძლებოდათ, თუმცა ეს პირობა აქამდე ჯერ კიდევ შეუსრულებელი იყო.