საქართველოში საფრანგეთის საელჩო მისი თანამშრომლის ან მარი გოტიეს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საელჩოში განუცხადეს, გუშინ საღამოს, გოგებაშვილის ქ. #43 ა-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად მათი თანამშრომელია. თუმცა, როგორც საელჩოში განაცხადეს, აღნიშნული შემთხვეის სხვა დეტალებზე კომენტარი უახლეს დღეებში გაკეტდება.
ამასთა, საელჩოში არც იმას აკონკრეტებს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა მათთან ფრანგი დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე, გობებაშვილის ქ. #43 ა-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლის, 54 წლამდე ასაკის ან მარი გოტიეს ცხედარი. გვამი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს, რომლებიც გამოძახების შემდეგ ბინაში სახურავიდან შევიდნენ.
მეზობლების ინფორმაციით, დიპლომატი წინა დღეს, გვიან ღამით, სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოდან სახლში დააბრუნა. მათივე ინფორმაციით, 3 სექტემბერს გოტიე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეზობლების მტკიცებით, ან მარი გოტიე გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან მას შაქარი ჰქონდა, რის გამოც ინსულტი დაემართა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება. ცხედარი თბილისის მთავარ პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.