სილვიო ბერლუსკონის 82 წელი შეუსრულდა. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1994-95, 2001-06 და 2008–11 წლებში) სილვიო ბერლუსკონი 1936 წლის 29 სექტემბერს მილანში დაიბადა.
ბერლუსკონი არის იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ფლობს სამ იტალიური ტელეარხს, იტალიის უდიდეს საგამომცემლო სახლს. 1986 წლიდან არის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი.
2012 წლის 26 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს.