სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა.
მან 13 დღე გზაში გაატარა და საპროტესტო მსვლელობა ენგურის ხიდზე დაასრულა.
მისი თქმით, ვიდრე ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი არის რუსეთი, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის
„სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავზე აქ ჩამოსვლა ჩემთვის არის ნიშანი იმისა, რომ მე, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ შევძელი, არ დავიზარე და ვთქვი სათქმელი და მოვუყევი ჩემს შვილს ისტორია, რომელიც მას უნდა ახსოვდეს. ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი, ამ მტერს ჰქვია რუსეთი, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და სანამ ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი არის რუსეთი, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
ხიდთან სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
ე.წ. საზღვართან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა შეასრულა.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.