შიმონ პერესის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 2016 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.
ის იყო ისრაელის ერთ-ერთი უხუცესი სახელმწიფო მოღვაწე, რომლის პოლიტიკური კარიერა 65 წელზე მეტს ითვლის. 1984-1986 და 1995-1996 წლებში იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 2007 წლის ივნისში აირჩიეს ისრაელის პრეზიდენტად. ეს პოსტი ოფიციალურად დაიკავა 2007 წლის 16 ივლისს.
შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.