სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
სეპარატისტების მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მინისტრებთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაუშვეს.