თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.