სამტრედიის ქუჩაზე წუხელ მოკლული ზაურ შაბურიშვილი სპორტის ერთ-ერთ სახეობა ძალისმიერ სამჭიდში გამოდიოდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა - იგი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ცეცხლასროლი იარაღით 24 წლის ზაურ შაბურიშვილი დაჭრეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, შაბურიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გადაიყვანეს.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ შაბურიშვილი სავადმყოფიში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.