აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ რამინ ალიევს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და აღნიშნულ პიროვნებას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით.
შეგახსენებთ, რომ N1 სამმართველოს ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის N1 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე რამინ ბაირამის ძე ალიევი 31 ივლისს დააკავეს.